დონალდ ტრამპი: რუსეთმა და უკრაინამ ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მალე მიაღწიონ

"აუცილებელია, რომ რუსეთმა და უკრაინამ ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მალე მიაღწიონ", - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო, თუმცა მოხდა. გადაწყვეტა ვერასდროს იქნება ისეთი კარგი, როგორიც ომის დაწყებამდე იქნებოდა, თუმცა გადაწყვეტა არსებობს და მისი მიღწევა ახლაა საჭირო და არა მოგვიანებით, როდესაც ყველა მოკვდება!“ - აღნიშნა ტრამპმა.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება. 


ასევე წაიკითხეთ:

სერგეი ლავროვი: უკრაინაში სპეცოპერაციის შემდეგი ფაზა იწყება, რომლის მიზანი დონეცკისა და ლუგანსკის სრული გათავისუფლებაა