საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მსოფლიოს ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 3.2%-ით გაიზრდება და მიმდინარე ფასებში $20.9 მილიარდს მიაღწევს.
ამასთან, IMF-ის თანახმად, 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ მოსახლეზე კიდევ $603 გაიზრდება და $5,618 გაუტოლდება.
191 ქვეყანას შორის საქართველოს 2022 წლის მშპ ერთ მოსახლეზე რიგით 105-ე ადგილზეა პარაგვაისა და მოლდოვას შორის.
რეგიონის ქვეყნების მშპ ერთ მოსახლეზე ასე ნაწილდება:
რუსეთი - $12,575, 69-ე ადგილი;
თურქეთი - $8,081, 87-ე ადგილი;
აზერბაიჯანი - $7,165, 91-ე ადგილი;
საქართველო - $5,608, 105-ე ადგილი;
სომხეთი - $4,741, 114-ე ადგილი;
უკრაინა - IMF პროგნოზს ვერ აკეთებს.