მზარდი კრიტიკის ფონზე, ოლაფ შოლცი გერმანიის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას კვლავ ემხრობა -  Reuters

გერმანია განაგრძობს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, თუმცა პრაქტიკულად ამოწურა იარაღის რესურსი, რომლის მიწოდებაც შეუძლია საკუთარი მარაგებიდან, სანაცვლოდ, მუშაობს სამხედრო ინდუსტრიასთან და სხვა ქვეყნებთან, რათა უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდება შეძლოს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. როგორც Reuters-ი წერს,
შოლცს ქვეყნის შიგნით და მის გარეთ აკრიტიკებენ იმის გამო, რომ უკრაინაში ნაკლებ ლიდერობას იჩენს.

დასავლელ მოკავშირეებთან, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან საუბრის შემდეგ, შოლცმა განაცხადა, რომ ისინი კოორდინაციას უწევენ უკრაინაში მეტი იარაღის მიწოდებას.

კითხვაზე, მიაწოდებს თუ არა გერმანია უკრაინას „ლეოპარდის“ ტანკებს, შოლცმა უპასუხა, რომ ბერლინი და მისი დასავლელი მოკავშირეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყველაზე გონივრული იქნება ისეთი იარაღის მიწოდება, რომლის დაუყოვნებლივ განთავსებასაც შეძლებს უკრაინა.

Forsa-ს გამოკითხვით, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა მაუწყებლების RTL-ისა და NTV-ის მიერ, დაახლოებით 52% უკმაყოფილო იყო შოლცის მუშაობით, მაშინ, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრს ანნალენა ბერბოკსა და ეკონომიკის მინისტრ რობერტ ჰაბეკს, მხოლოდ 31% და 34% აქვთ.


შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა.

12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.


ამავე თემაზე

ბორის ჯონსონი უცხოელ ლიდერებთან საუბრის შემდეგ: შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ უსაფრთხოების პრობლემების გრძელვადიანი გადაწყვეტის მოსაძებნად

უკრაინაში ომის მეორე ეტაპის დაწყების შემდეგ, ჯო ბაიდენმა უკრაინის მხარდაჭერის საკითხი მოკავშირეებთან და პარტნიორებთან განიხილა