ბულგარეთის პრეზიდენტმა და დმიტრო კულებამ შავი ზღვის რეგიონში მშვიდობის აღდგენის გზებზე იმსჯელეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ და ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა სოფიაში გამართულ შეხვედრაზე, უკრაინაში მშვიდობის აღდგენის საკითხი და შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.

„ჩვენ ასევე შევთანხმდით სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიწოდების ჯაჭვების გაძლიერების აუცილებლობაზე, რათა შენარჩუნდეს გლობალური სასურსათო უსაფრთხოება", - თქვა კულებამ. ოთხშაბათს Twitter-ზე.

დიმიტრო კულება ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში იმყოფება. 19 აპრილს, დმიტრო კულება ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს კირილ პეტკოვს შეხვდა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბულგარელ კოლეგა თეოდორა გენჩოვსკასთანაც გამართა მოლაპარაკებები.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.