Freedom House: რუსეთის შეჭრა უკრაინაში არის როგორც საფრთხე, ასევე, გადაუდებელი შესაძლებლობა „გარდამავალი ქვეყნების“ დემოკრატიებისთვის

Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებელი 3.18-დან 3.07-მდე დაეცა. ანგარიში აფასებს დემოკრატიის მდგომარეობას ცენტრალური ევროპიდან ცენტრალურ აზიამდე 29 ქვეყანაში. შეფასების კრიტერიუმები შემდეგია: ეროვნულ დემოკრატიული მმართველობა, საარჩევნო პროცესი, დამოუკიდებელი მედია, სამოქალაქო საზოგადოება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, კორუფცია. ქვეყნების შეფასების შკალა 1-დან 7-მდეა, 1 ყველაზე დაბალია და 7 კი დემოკრატიული პროგრესის უმაღლესი დონეა. ქვეყანა 2020 წლის მსგავსად წელსაც გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიაშია. 

Freedom House-ის შეფასებით, რუსეთის შეჭრა უკრაინაში წარმოადგენს როგორც საშინელ საფრთხეს, ასევე გადაუდებელ შესაძლებლობას დემოკრატიებისთვის გარდამავალ ეტაპზე მყოფ სახელმწიფოებში.

  • თუ საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებას სურს, შეაჩეროს ავტორიტარიზმის გავრცელება და დაიცვას და გააძლიეროს ფუნდამენტური თავისუფლებები, თანამოაზრე ლიდერებმა უნდა გამოიყენონ ეს გადამწყვეტი მომენტი, რათა მიიღონ მრავალმხრივი და მდგრადი გადაწყვეტილებები განსაკუთრებული გამოწვევების დროს. პროცესში უნდა ჩაერთონ სახელმწიფოები, სამოქალაქო საზოგადოება და კერძო სექტორი. იმ სიტუაციებში, როდესაც ავტორიტარები იყენებენ ძალადობას ან აგრესიას, ზეწოლა უნდა განხორციელდეს დეესკალაციის შესაძლებლობების შენარჩუნებით. რეგიონში დემოკრატიისთვის ბრძოლას გლობალური გავლენები აქვს.

რეკომენდაციების ნაწილში ასევე აღნოშნულია, რომ სხვა ავტორიტარული მმართველები თვალს ადევნებენ უკრაინაში შეჭრაზე პასუხს და სწავლობენ გაკვეთილებს საერთაშორისო დემოკრატიული კოალიციის გადაწყვეტილების შესახებ. თუ დემოკრატიის დამცველებს სურთ, გააფართოონ დემოკრატიის ღირებულებისა და დაპირების აღიარება, პირველი პრაქტიკული ნაბიჯები უნდა მოიცავდეს შემდეგ ძალისხმევას:

გარდა ამისა, ორგანიზაციის შეფასებით, ევროკავშირმა უნდა დააჩქაროს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ შეტანილი წევრობის განაცხადების განხილვა.


2020 წლის ანგარიში ამ ბმულზე ნახეთ