პუტინთან ურთიერთობა ნიანგთან ურთიერთობას ჰგავს, "რომელსაც შენი ფეხი ყბებში აქვს", - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონმა განაცხადა.
ჯონსონის თქმით, რთულია იმ გზის დანახვა, თუ როგორ შეძლებენ უკრაინელები პუტინთან მოლაპარაკებას მისი აშკარა არაკეთილსინდისიერების პირობებში.
"პუტინის სტრატეგია აშკარაა, ცდილობს, მოიცვას და დაიპყროს უკრაინის, რაც შეიძლება დიდი ნაწილი და, შესაძლოა, გამართოს რაიმე სახის მოლაპარაკება ძლიერი პოზიციიდან". - ამბობს ბორის ჯონსონი.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
ასევე წაიკითხეთ:
ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს
მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს
მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას
ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს