ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს

NATO-ს მოკავშირეებს შეუძლიათ, ჩაერთონ მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილების უსაფრთხო გადაადგილებაში, ალყაში მოქცეული უკრაინის ქალაქ მარიუპოლიდან. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, იუწყება მედია.

„იყო გარკვეული იმედი, რომ რუსებმა შეიძლება დაუშვან" უსაფრთხო გადასასვლელი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის და დაჭრილი ჯარისკაცებისთვის მარიუპოლიდან", - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.

ნულანდს არ დაუკონკრეტებია, როგორ შეიძლება, სამხედრო ალიანსი ჩაერთოს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში. თუმცა, ასეთი შეთანხმება „არაერთხელ ჩაიშალა ადრე" და, საბოლოო ჯამში, რუსებმა უნდა დაუშვან უსაფრთხო გადასასვლელი“, დაამატა ნულანდმა. ნულანდის თქმით, მარიუპოლის ალყა მიუთითებს ამ ომის სისასტიკესა და ომის დანაშაულებზე, რომელსაც ვლადიმერ პუტინი სჩადის.


 

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს კიევში ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსულ ჯარს მარიუპოლში ალყაში ჰყავს მოქცეული დაახლოებით 120 000 ადამიანი.

„დანაშაულები, რომლებიც იქ ხდება, ბევრად უფრო საშინელი და მასშტაბურია, ვიდრე ბოროდიანკაში. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შეგვიძლია, ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მივცეთ და გპირდებით, რომ მათ ყველას ვიპოვით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.


შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს დაიგეგმა ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლიდან მანგუშის, ბერდიანსკის, ტოკმაკის, ორეხოვის გავლით ზაპოროჟიემდე. პირველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო. მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა.

20 აპრილს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს კიევში ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსულ ჯარს მარიუპოლში ალყაში ჰყავს მოქცეული დაახლოებით 120 000 ადამიანი. „დანაშაულები, რომლებიც იქ ხდება, ბევრად უფრო საშინელი და მასშტაბურია, ვიდრე ბოროდიანკაში. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შეგვიძლია, ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მივცეთ და გპირდებით, რომ მათ ყველას ვიპოვით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.


ამავე თემაზე

შარლ მიშელი: რუსეთი დაისჯება იმისთვის, რაც უკრაინაში გააკეთა

ირინა ვერეშჩუკი: მარიუპოლში ჰუმანიტარულმა დერეფანმა ვერ იმუშავა

მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს 

მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას

ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება

როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს