ხარკოვის მერი: უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი, ხარკოვი ინტენსიური დაბომბვის ქვეშაა

უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი ხარკოვი ინტენსიური დაბომბვის ქვეშაა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერზე იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით დასავლური მედია აქვეყნებს.

„ძლიერი აფეთქებები - რუსეთის ფედერაცია გააფთრებით ბომბავს ქალაქს. დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი რჩება ქალაქში, ხოლო მოსახლეობის დაახლოებით 30%, ძირითადად ქალები, ბავშვები და მოხუცები, ევაკუირებულები არიან“, - აღნიშნა ტერეხოვმა.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.


ასევე წაიკითხეთ

ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს

მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს 

მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას

ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება

როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს