"რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები კიდევ ერთხელ გაცვალეს. უკრაინაში დაბრუნდა 10 სამხედრო (მათ შორის 2 ოფიცერი) და 9 სამოქალაქო პირი", - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკიმ განცხადა.
„რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები კიდევ ერთხელ გაცვალეს. გათავისუფლებულ პირთა შორის დაჭრილებიც არიან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ისინი სრულყოფილ მკურნალობას მიიღებენ და რეაბილიტაციის კურსს გაივლიან“, - აცხადებს ვერეშჩუკი.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.
ასევე წაიკითხეთ
ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს
მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს
მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას
ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს