ხარკოვის მერი: ქალაქი უკვე მოსახლეობის მესამედმა დატოვა და ევაკუაციის პროცესი დღემდე გრძელდება

"ქალაქი უკვე მოსახლეობის მესამედმა დატოვა და ევაკუაციის პროცესი დღემდე გრძელდება", - ამის შესახებ უკრაინის ქალაქ ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა განცხადა.

"ამ ეტაპზე ქალაქიდან გასვლა რკინიგზით ან ავტომობილით არის შესაძლებელი. რაც შეეხება საომარ მოქმედებებს, რუსი სამხედროები ამჟამად ქალაქის ცენტრალურ ნაწილზე ახორციელებენ იერიშებს. ხოლო ექიმები ქალაქს არ ტოვებენ და 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ", - განაცხადა ხარკოვის მერმა.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.


ასევე წაიკითხეთ

ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს

მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს 

მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას

ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება

როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს