სენატორი კრის კუნსი: დასავლეთიდან საჭიროა გაერთიანებული რეაგირება იმისთვის, რომ განმეორებითი რეპრესია და ოკუპაცია უკუვაგდოთ

აშშ-ის კონგრესის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს. აშშ-ის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი კრის კუნსი ხელმძღვანელობს კონგრესის დელეგაციის ვიზიტს საფრანგეთში, საქართველოსა და იტალიაში. დელეგაციის წევრებმა თბილისში პრესკონფერენცია გამართეს.

როგორც დელეგაციის ხელმღვანელმა, სენატორმა კრის კუნსმა განაცხადა, აშშ-მ წარსულის გაკვეთილებიდან ისწავლა ის, რომ რუსეთის აგრესიის მადა არასოდეს კმაყოფილდება და საქართველოში, მოლდოვაში, ყირიმში, დონბასში საერთო ნიშან-თვისებებით ხასიათდება, რაც კეთდება. 

„დასავლეთიდან საჭიროა გაერთიანებული რეაგირება იმისთვის, რომ განმეორებითი რეპრესია და ოკუპაცია უკუგდებული იქნას. მადლიერები ვართ იმისთვის, რომ ახლა დასავლეთი აჩვენებს ერთობას, რათა რეაგირებას მოახდინოს ამ სასტიკ დაპყრობაზე, რაც უკრაინასთან მიმართებით ხდება. ჩვენ უნდა ვუთხრათ მსოფლიოს, რომ კაცობრიობის წინაშე ახლა ხდება დანაშაულის ჩადენა უკრაინაში, ჩვენ უფრო ძლიერ და მაღალტექნოლოგიურ იარაღს მივაწვდით უკრაინას იმისთვის რომ მხარი დაუჭიროთ.  რაც შეეხებათ ქართველებს მათ იციან ეს ტკივილი რაც რუსების შემოსვლასთან და აგრესიასთანაა კავშირში“, - აღნიშნა სენატორმა. 

ცნობისთვის, სენატორები და კონგრესმენები საქართველოში ვიზიტისას ხვდებიან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს, ოპოზიის წარმომადგენლებს. დელეგაციის წევრებმა პრესკონფერენცია 21 აპრილს, „თბილისი მარიოტში“ გამართეს.


ასევე წაიკითხეთ