შეერთებული შტატები მოსკოვის შემდგომი იზოლაციის მიზნით, რუსეთთან აფილირებულ გემებს ამერიკულ პორტებში შესვლას უკრძალავს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ არცერთ გემს, რომელიც რუსული დროშის ქვეშ დაცურავდა, ან რომელიც ეკუთვნის რუსულ კომპანიას, აშშ-ის პორტებში ან სანაპიროებზე შესვლის უფლება არ მიეცემა".
შეგახსენებთ, ესტონეთმა, ბელგიამ და ბულგარეთმა რუსული გემებისთვის პორტები დახურეს. 17 აპრილიდან, რუსეთის დროშის ქვეშ მყოფ გემებს ევროკავშირის პორტებში შესვლა აეკრძალათ, საზღვაო ბლოკადას შეუერთდნენ ესტონეთი, ბელგია და ბულგარეთი. მანამდე რუმინეთმა და იტალიამ დახურეს პორტები რუსული გემებისთვის.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.