გაეროს სამი სამშვიდობო დაიღუპა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში (CAR), როცა მთავრობასა და აჯანყებულ ძალებს შორის დაძაბულობა დაიწყო. - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც გაეროში განაცხადეს, დაუდგენელმა მებრძოლებმა ორი შეტევა განახორციელეს. დაშავდა კიდევ ორი სამშვიდობო.
გაეროს სამშვიდობო ძალები განლაგებულები იყვნენ ცენტრალური აფრიკის ტერიტორიაზე, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინ ძალადობის ჩასახშობად.
ცენტრალური აფრიკის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ფაუსტინ არქანე ტუადერამ მისი წინამორბედი, ფრანსუა ბოზიზე ამბოხებულ ჯგუფებთან ერთად გადატრიალების წამოწყებაში დაადანაშაულა.