უკრაინის შეიარაღებული ძალები: უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, რუსი ოკუპანტების 15 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, რუსი ოკუპანტების 15 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება.

"21 აპრილის შედეგების თანახმად, განადგურებულია: 3 თვითმფრინავი (Су-34, Су-35, Су-25); 3 ვერტმფრენი (ორი Ми-8 და ერთი Ka-52) და 9 უპილოტო საფრენი აპარატი ("Orlan-10")", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.


ასევე წაიკითხეთ

ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს

მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს 

მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას

ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება

როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს