„ფენიქსის აჩრდილი“: რა არის ცნობილი უკრაინისთვის შექმნილი ამერიკული დრონების შესახებ

რა ვიცით ამ დროისთვის უკრაინისთვის აშშ-ის საჰაერო ძალების მიერ შექმნილი ამერიკული დრონების შესახებ. შეერთებული შტატების ეს დახმარება ბოლო $800 მილიონიან პაკეტშია, რომლის შესახებაც ამერიკამ რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა.

აშშ-მ ხუთშაბათს გაავრცელა ცნობა, რომ 121 Phoenix Ghost ტაქტიკური უპილოტო საჰაერო სისტემა უკრაინას მიეწოდება ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

შეერთებული შტატები უზრუნველყოფს 121-ზე მეტ Phoenix Ghost-ს, ტაქტიკურ უპილოტო საჰაერო სისტემას, რომელიც AEVEX Aerospace-მა შექმნა პენტაგონის დაკვეთით.

„ის შემუშავდა უკრაინელებს საჭიროებების შესაბამისად, დონბასში“, - განაცხადა პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ, დეტალების დაკონკრეტების გარეშე.

Reuters-ი წერს, რომ ამ დროისთვის ცოტა რამ არის ცნობილი დრონების შესახებ, მათ შორის მათი დიაპაზონისა და ზუსტი შესაძლებლობების შესახებ. ჯონ კირბის განმარტებით, ისინი ძირითადად განკუთვნილია სამიზნეებზე დარტყმის განსახორციელებლად. „მისი მთავარი ფოკუსი, შეტევაა“, - დაამატა, პენტაგონის წარმომადგენელმა.

უკრაინელების მცირე რაოდენობამ უკვე გაიარა ტრენინგი შეერთებულ შტატებში Switchblade-ის უპილოტო საფრენი აპარატების ოპერირების შესახებ, რომლებიც სამიზნეს ეჯახება და ფეთქდება.

კირბიმ განაცხადა, რომ Ghost თვითმფრინავებისთვის სწავლება Switchblade-ზე ტრენინგის მსგავსი იქნება. მაგრამ მან უარი თქვა წვრთნების გეგმების დეტალების დაკონკრეტებაზე. Ghost-ის დრონები უკრაინას ჯერ არ გადასცემია. ხუთშაბათს, კირბიმ განაცხადა, რომ დრონები უკრაინისთვის სწრაფად შეიქმნა. მაგრამ მოგვიანებით, პრესკონფერენციაზე  განმარტა, რომ მისი განვითარება, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე დაიწყო. 

ინფორმაციისთვის, უკრაინული ძალები ეფექტიანად იყენებენ დასავლურ იარაღს, მათ შორის Stinger-ის და Javelin-ის რაკეტები და დრონებს, როგორიცაა თურქული Bayraktar TB2 და ამერიკული წარმოების Switchblade. ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, დაახლოებით 3,4 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია.

პენტაგონის პრესსპიკერ ჯონ კირბის ინფორმაციით, აშშ უკრაინას გადასცემს მი-17 ტიპის 11 ვერტმფრენს, 18 ჰაუბიცას, M113 ტიპის 200 ჯავშანტრანსპორტიორს, 100 საბრძოლო მანქანას Humvee, 40 000 საარტილერიო ჭურვს, დამატებით რაკეტებს ტანკსაწინააღმდეგო სისტემისთვის Javelin-ი, დრონებს Switchblade, ჰაერსაწინააღმდეგო რადარებს და ქიმიური და ბიოლოგიური შეტევისგან დამცავ დანადგარებს.


შეგახსენებთ, 19 აპრილს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ტელეკომპანია CNN-თან განაცხადა, რომ აშშ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა უკრაინას იარაღი უპრეცედენტო სიჩქარით მიაწოდოს.


19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის უმეტესი ნაწილი უკრაინას უკვე გადაეცა, მათ შორის საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მასალები და ჯავშანტექნიკა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებებს გამოყოფს.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.


ამავე თემაზე