საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. 10 აპრილს არჩევნების პირველ ტურში 44 წლის მაკრონი ლიდერობდა ხმების 27,8%-ით. France24 წერს, რომ პროევროპელი მოქმედი პრეზიდენტი მიზნად ისახავს, გახდეს პირველი პრეზიდენტი ჟაკ შირაკის შემდეგ, რომელმაც ხელახალი არჩევნები მოიგო.
ლე პენი, რომელმაც პირველ ტურში ხმების 23,1% მიიღო, საპრეზიდენტო არჩევნებში მესამედ იყრის კენჭს. 53 წლის ნაციონალისტი ლიდერი იმედოვნებს, რომ გახდება პირველი ქალი, ვინც ამ თანამდებობას დაიკავებს.
პირველი ეგზიტპოლები მოსალოდნელია პარიზის დროით საღამოს 8 საათზე (GMT+2), როდესაც ბოლო საარჩევნო უბნები დაიხურება. მანამდე ფრანგულ მედიას ეკრძალება კანდიდატების ციტირება ან გამოკითხვების გამოქვეყნება, რათა მათ არ მოახდინოს გავლენა ამომრჩევლებზე.
ხმის მისაცემად რეგისტრირებულია დაახლოებით 48,7 მილიონი ადამიანი, თუმცა ელიან, რომ აქტივობა შეიძლება იყოს უფრო დაბალი, ვიდრე პირველ ტურში, როდესაც ოთხიდან ერთმა თავი შეიკავა ხმის მიცემისგან.
საფრანგეთი პრეზიდენტს პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრით, 5-წლით ირჩევს.
ამავე თემაზე
ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება