საქართველოში კორონავირუსი 87 ადამიანს დაუდასტურდა, 3 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსი 87 ადამიანს დაუდასტურდა, 259 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა. 3 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 708 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 261 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 447 PCR ტესტით.


ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 92 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 654 255-ს შეადგენს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.37%, ბოლო 14 დღის - 1.20%, 7 დღის  - 1.15%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 241 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 635 791-მდე.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 16 800 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 92 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 46 შემთხვევა, აჭარა - 10, იმერეთი - 11, ქვემო ქართლი - 1, შიდა ქართლი - 4, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 2, კახეთი - 10, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, 1 638 საიდანაც, 319 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 184, აჭარაში - 9, იმერეთში - 80. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 67 პირი, მათ შორის, თბილისში - 49, აჭარაში - 4, იმერეთში - 7. 1 319 ადამიანი სახლში მკურნალობს.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.