რუსებმა ქალაქ მარიუპოლში, სარაკეტო და საარტილერიო დარტყმები განახორციელეს უკრაინული ძალების პოზიციებზე „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე. მტერი პოპასნაიას დასახლებაზე შტურმს ახორციელებს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ მოხსენებაშია აღნიშნული.
„დონეცკისა და ტავრიის მიმართულებით მტერმა საარტილერიო დაბომბვა განახორციელა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე. ქალაქ მარიუპოლში, სარაკეტო და საარტილერიო დარტყმები განახორციელეს უკრაინული ძალების პოზიციებზე „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე. მტერი პოპასნაიას დასახლებაზე შტურმს ახორციელებს,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
ასევე წაიკითხეთ
ლიზ ტრასი: დამანგრეველი სანქციები რუსეთის ეკონომიკას საბჭოთა ეპოქაში აბრუნებს
ლიზზ ტრასი: რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინის გაყიდვით არ უნდა დასრულდეს