„ეჭვგარეშეა, რომ პუტინი და მისი ელიტა გაკვირვებულნი არიან ჩვენი სანქციების სიძლიერით. ჩვენ განვაგრძობთ ზეწოლას, ვიდრე რუსული ჯარები იმყოფებიან უკრაინაში. მიზანში ამოღებული გვაქვს არა მხოლოდ ოლიგარქების ბიზნესი, არამედ მათი აქტივები და ცხოვრების საერთაშორისო სტილი“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა.
ცნობილია, რომ დიდმა ბრიტანეთმა მიიღო ახალი კანონი, რომლის მიზანია „აკრძალოს რუსი ოლიგარქების წვდომა გაერთიანებული სამეფოს საავიაციო და საზღვაო ტექნიკურ სერვისებზე".
საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ „კანონი კრძალავს თვითმფრინავების ან გემების ტექნიკურ მომსახურებას, რომლებიც კონკრეტულ სანქცირებულ რუს ოლიგარქებს ან მათ ბიზნესებს ეკუთვნით“.
ასევე დასტურდება, რომ სანქციები გაძლიერდება რუსი ბიზნესმენების, ევგენი შვიდლერისა და ოლეგ ტინკოვის მიმართ.
24 მარტს ბრიტანეთის ხელისუფლებამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ახალი სანქციების შესახებ განაცხადა.
ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, სანქციების სიას დაემატა 26 კომპანია და 33 კერძო პირი, რომლებსაც გაეყინებათ აქტივები და აეკრძალათ ქვეყანში შესვლა.
ახალი სანქცეიების ფარგლებში გაფართოებულ სიაში არიან ოლიგარქები: ევგენი შვიდლერი - (მილიარდერი ბიზნესმენი, რომან აბრამოვიჩთან დაახლოებული პირი); ოლეგ ტინკოვი - Tinkoff Bank-ის დამფუძნებელია და მისი ქონება $3.5 მილიარდს აღწევს.
სანქციებს სიაში „სბერბანკის“ ხელმძღვანელი, ჰერმან გრეფი; ოლეგ აქსიუტინი - Gazprom-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; დიდიერ კასიმირო - Rosneft-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი; ზელიკო რუნიე - Rosneft-ის სამეთვალყურეო საბჭოს პირველი ვიცე-პრეზიდენტი - ნავთობის, გაზისა და ოფშორული ბიზნესის განვითარების მიმართულებით.
სანქციების ქვეშ მოექცა გალინა დანილჩენკო, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინაში მელიტოპოლის მერად დანიშნა. ასევე სიაშია პოლინა კოვალევა, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გერი.
ცნობისათვის NATO-ს საგანგებო სამიტზე ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებით „უფრო მეტად დავეხმარებით უკრაინელებს" და უფრო სწრაფად დამთავრება ომი.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.
ასევე წაიკითხეთ
ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა
აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება
Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის