დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა პოლონელ კოლეგასთან, ზბიგნევ რაუსთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კოორდინირებულმა საერთაშორისო სანქციებმა რუსეთს სამხედრო ოპერაციებისთვის გამოყოფილი რესურსების 60% გაუყინა.
ტრასის განცხადებით, რუსეთის $604 მილიარდის სავალუტო რეზერვებიდან $350 მილიარდზე მეტი მოსკოვისთვის მიუწვდომელია.
„ეს დამანგრეველი სანქციები რუსეთის ეკონომიკას საბჭოთა ეპოქაში აბრუნებს“ - ამბობს ლიზ თრასი.
მანამდე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა G7-ის ქვეყნებს მოუწოდა, გაამკაცრონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.
მისი თქმით, მოსკოვის წინააღმდეგ გამკაცრებული სანქციები გარდა რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის შეზღუდვისა, უნდა მიემართებოდეს გემების, ბანკებისა და ოქროთი ვაჭრობის საკითხებს.
5 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი შეიმუშავა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.
31 მარტს აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის რამდენიმე ტექნოლოგიურ კომპანიას, - ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.
ასევე წაიკითხეთ
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა
აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს
ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა
აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება
Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის