აშშ უკრაინას 322 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს

აშშ უკრაინას 322 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 322 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს. დიპლომატები დაბრუნდნენ საელჩოში, კიევში, რაც შეიძლება მალე“.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მდივანი, კიევში ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტთან ერთად, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტორო კულებას, თავდაცვის მინისტრს ოლექსეი რეზნიკოვს და შინაგან საქმეთა მინისტრს, დენის მონასტირსკის შეხვდნენ.


ასევე წაიკითხეთ