პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ორშაბათს განაცხადა, რომ მისი ამერიკელი კოლეგის ჯო ბაიდენის ბოლოდროინდელი განცხადებები 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით, სიცრუესა და დეზინფორმაციას ეფუძნება.
„ბატონმა ბაიდენმა უნდა ისწავლოს და იცოდეს სომხების ისტორია. ჩვენ არ შეგვიძლია, ვაპატიოთ თურქეთის წინააღმდეგ წაყენებული ეს ბრალდებები“, - განაცხადა ერდოღანმა ანკარაში მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ.
გუშინ, 24 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, სომეხთა გენოციდთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა.
2021 წლის 24 აპრილს, ჯო ბაიდენმა სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა.