Twitter-ი სოციალური ქსელის შეძენასთან დაკავშირებით, ილონ მასკის შეთავაზებას განიხილავს. შესაძლო გაყიდვაზე მოლაპარაკებები 24 აპრილს დაიწყო, როდესაც მილიარდერმა პირველად გამოაცხადა, რომ მზად იყო $43 მილიარდი დოლარი გადაეხადა Twitter-ისთვის, Twitter-მა უარყო შეთავაზება. WSJ-ის წყაროების მიხედვით, მოლაპარაკებებში დაბრკოლება გახდა მასკის განცხადება, რომ წინადადება საუკეთესო და საბოლოოა.
თუმცა, Twitter-ის საბჭომ გადაწყვეტილებას გადახედა და დაუკავშირდა Tesla-ს დამფუძნებელს, რათა მოეპოვებინა მეტი ინფორმაცია მისი შესაძლებლობების შესახებ, რომ დაასრულოს გარიგება, ასევე, მიიღოს უკეთესი პირობები. კომპანია კომენტარს არ აკეთებს.
Twitter-ის აქციების ფასი 4,5%-ით გაიზარდა და $51,15 შეადგინა.