ჩინეთი ლავროვის განცხადებაზე: მესამე მსოფლიო ომის დაწყება არავის სურს

"მესამე მსოფლიო ომის დაწყება არავის სურს", - ასე გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერი სერგეი ლავროვის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ბირთვული ომის საფრთხე რეალური და სერიოზულია.

როგორც CNN  წერს, ვანგ ვენბინმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები შეინარჩუნებენ სიმშვიდეს.

"მესამე მსოფლიო ომის დაწყება არავის სურს. იმედია, მხარეები შეინარჩუნებენ სიმშვიდესა და თავშეკავებას", - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერმა.


17 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მსოფლიო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ პუტინმა შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს.

მანამდე იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ აშშ-ს ელჩთან ჰიროსიმაში შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების პერსპექტივა "სულ უფრო რეალური" ხდება.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა ის ოთხი შემთხვევა დაასახელა, რა დროსაც რუსეთმა შეიძლება „ბირთვული იარაღი“ გამოიყენოს.

22 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის ფედერაციას შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას „ეგზისტენციალური საფრთხე“ დაემუქრება. ამის შესახებ მან  ამერიკულ ტელეკომპანია CNN-ს დღეს ვრცელი ინტერვიუ მისცა.


შეგახსენებთ, უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, 27 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შემაკავებელი ძალების სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლის შესახებ ბრძანება გასცა. მოგვიანებით, რიგმა ექსპერტებმა განმარტეს, რომ ეს რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალებისთვის მზადყოფნის უმაღლესი დონეა. რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო მაღალჩინოსნებთან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთს „არამეგობრულად მოექცნენ" და უკანონო სანქციები დააწესეს. მალევე, გაეროში აშშ-ის ელჩმა პუტინის გადაწყვეტილებას „მიუღებელი“ უწოდა.


     ასევე წაიკითხეთ