მსოფლიო ბანკი: 2022 წელს ენერგორესურსები 50%-ით, საკვები პროდუქტები 23%-ით გაძვირდება

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ენერგორესურსებსა და კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა 2024 წლამდე გაგრძელდება. ამის მიზეზია წარმოებასა და ვაჭრობაში შექმნილი შეფერხება, წერს Bloomberg-ი.

მოსალოდნელია, რომ ენერგორესურსებზე ფასები 2022 წელს 50% -ით გაიზრდება, რაც 1973 წლის ნავთობის კრიზისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, სოფლის მეურნეობის პროდუქტებსა და მეტალებზე ფასი 20%-ით გაიზრდება 2022 წელს.

„მთლიანად, ეს ყველაზე დიდი სასაქონლო შოკია, რომელიც ბოლოს 1970 წელს გამოვცადეთ“, - აცახდებს „მსოფლიო ბანკის“ ვიცე-პრეზიდენტი ინდერმიტ გილი.

ანგარიშის თანახმად, ომმა შესაძლოა გამოიწვიოს ხანგრძლივი ინფლაცია და სუფთა ენერგიაზე გადასვლის შეფერხება, რადგან ქვეყნები ეძებენ ალტერნატიულ სავაჭრო გზებს და ზრდიან საქონლის წარმოებას. ენერგეტიკული ფასების ზრდამ და შედეგად სასუქების გაძვირებამ, შეიძლება გამოიწვიოს საკვების დეფიციტი და შეანელოს სიღარიბის შემცირების პროგრესი.


ასევე წაიკითხეთ 

გუტიერეში: რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა