მომავალ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 31% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 16% - IRI-ს კვლევა

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევით, 31% „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 16.

კითხვაზე, მომავალ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა:


  • „საქართველოსთვის - გიორგი გახარია“ – 4%;
  • „დროა - ელენე ხოშტარია“ – 2 %;
  • „სტრატეგია აღმაშენებელი - გიორგი ვაშაძე“ – 2%;
  • „ლეიბორისტული პარტია“ – 2 %;
  • „ხალხისთვის - ანა დოლიძე“-2%;
  • „ლელო“ -2%;
  • „პატრიოტთა ალიანსი“- 1 %;
  • „კონსერვატიული მოძრაობა - ალტ ინფო“ – 1%;
  • „გირჩი - მეტი თავისუფლება“ -1 %;
  • „მოქალაქეები -ალეკო ელისაშვილი“ – 1 %;
  • სხვა - 2%;
  • არ ვაძლევ ხმას - 4%;
  • ბიულეტენს გადახაზავს - 11%;
  • არ ვიცი - 12 % ;
  • არ მაქვს გადაწყვეტილება მიღებული - 7 %.

კვლევა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით.

შერჩევა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1486 რესპონდენტს მოიცავდა. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 64 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.


ცნობისათვის, „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, მარტში გამოკითხულთა 22%-ის აზრით, მის შეხედულებებთან ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 7% „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს.