„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევით, 31% „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 16.
კითხვაზე, მომავალ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა:
- „საქართველოსთვის - გიორგი გახარია“ – 4%;
- „დროა - ელენე ხოშტარია“ – 2 %;
- „სტრატეგია აღმაშენებელი - გიორგი ვაშაძე“ – 2%;
- „ლეიბორისტული პარტია“ – 2 %;
- „ხალხისთვის - ანა დოლიძე“-2%;
- „ლელო“ -2%;
- „პატრიოტთა ალიანსი“- 1 %;
- „კონსერვატიული მოძრაობა - ალტ ინფო“ – 1%;
- „გირჩი - მეტი თავისუფლება“ -1 %;
- „მოქალაქეები -ალეკო ელისაშვილი“ – 1 %;
- სხვა - 2%;
- არ ვაძლევ ხმას - 4%;
- ბიულეტენს გადახაზავს - 11%;
- არ ვიცი - 12 % ;
- არ მაქვს გადაწყვეტილება მიღებული - 7 %.
კვლევა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით.
შერჩევა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1486 რესპონდენტს მოიცავდა. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 64 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
ცნობისათვის, „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, მარტში გამოკითხულთა 22%-ის აზრით, მის შეხედულებებთან ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 7% „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს.