IRI-ის მიერ გამოკითხულთა შორის, საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად 54% ევროკავშირს მიიჩნევს, აშშ-ს - 53 %, უკრაინას -45%
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევით, თურქეთს-20 %, აზერბაიჯანს -20 %, სომხეთს -7 %, ჩინეთს - 4 %, რუსეთს 4 %, ირანს კი, 1 % ასახელებს.
კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის„ კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM -ის მიერ.
მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 64 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.