„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მიერ გამოკითხულთა 83%, უკრაინის მხარდაჭერის კუთხით, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაციას ფლობს.
კვლევის თანახმად, ამ 83%-დან, 28% ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინის მიმართ გამოხატული მხარდაჭერა სრულებით საკმარისია, ხოლო 26% მას სრულებით არასაკმარისად აფასებს. 25%-ის აზრით, მთავრობის მიერ გამოხატული მხარდაჭერა მეტნაკლებად საკმარისია, მეტნაკლებად არასაკმარისად კი, მას 18% მიიჩნევს.
კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო
ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 64 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.