იტალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. Pfizer and BioNTech-ის ვაქცინა რომის ჰოსპიტალში ჯანდაცვის სამ მუშაკს გაუკეთეს.
29 წლის კლაუდია ალივერმინმა მედიას განუცხადა, რომ აცრის პროცესმა კარგად ჩაიარა და ეს ისტორიული დღეა.
„ეს პანდემიის დასასრულის დასაწყისია“, - აღნიშნა მედდამ.
იტალიაში ვაქცინას პირველ რიგში ჯანდაცვის მუშაკებს და მოხუცებს უკეთებენ.
ევროპაში მასობრივი ვაქცინაცია უკვე დაიწყო.