ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ ბიტკოინი ოფიციალურ ვალუტად აღიარა. ამის შესახებ Reuters-ი ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით იუწყება.
ეროვნულმა კრებამ შესაბამისი კანონი გასულ კვირას დაამტკიცა. როგორც საინფორმაციო სააგენტო აღნიშნავს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ მიიღო კრიპტოვალუტა, გადახდის ოფიციალურ საშუალებად. ეს ქვეყანა პირველია აფრიკის კონტინენტზე და მეორეა მსოფლიოში ელ სალვადორის შემდეგ.
„ქვეყნის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რადგან ეს გააუმჯობესებს პირობებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის,” - თქვა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ობედ ნამსიომ. მისი თქმით, ეს არის „გადამწყვეტი ნაბიჯი ახალი შესაძლებლობების გასახსნელად“.
ახლა რესპუბლიკა იყენებს ცენტრალური აფრიკის CFA ფრანკს, როგორც ვალუტას - ევროსთან მიბმულ ვალუტას (1 ევრო = 655,957 XAF), რომლის ემისიას მართავს ცენტრალური აფრიკის სახელმწიფოების ბანკი. ეს ვალუტა მიმოქცევაშია კამერუნში, ჩადში, გაბონში, კონგოსა და ეკვატორულ გვინეას.
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს შორისაა - 2019 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 448 დოლარი იყო (823 აშშ დოლარი PPP-ზე). ოქროს, ბრილიანტების და სხვა წიაღისეულის უზარმაზარი მარაგის მიუხედავად, რესპუბლიკა განიცდის პოლიტიკურ არასტაბილურობას.~
სალვადორის ხელისუფლებამ ბიტკოინი ოფიციალურ ვალუტად აღიარა, რის შემდეგაც კრიპტოვალუტის კურსი 10%-ით 46,3 ათას დოლარამდე დაეცა. ამის შესახებ გამოცემა Wall Street Journal-ი წერს.
Bloomberg-ის ცნობით, ბიტკოინის კურსის დაცემა აპლიკაცია Chivo-ს გათიშვამ გამოიწვია. Chivo სალვადორის ხელისუფლებამ შექმნა, მას შემდეგ რაც ბიტკოინი აშშ დოლართან ერთად ქვეყანაში ოფიციალურ ვალუტად აღიარეს.