ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ თქვა, რომ მეზობელი დასავლეთის ქვეყნები მოქალაქეებს არ აძლევენ უფლებას ისარგებლონ ბელორუსთან უვიზო მიმოსვლით, რათა მათ არ დაინახონ, რომ ბელორუსიელები ნორმალურად ცხოვრობენ. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
„მადლობა ღმერთს, რომ დიქტატურა გვაქვს. თქვენ ყველამ გამაკრიტიკეთ: დიქტატურა, დიქტატურა. მაგრამ ამ დიქტატურაში წესრიგია. დიქტატურა რომ არ იყოს, ჩვენ შიშვლები ვიქნებოდით", - განაცხადა ლუკაშენკომ.
ასევე წაიკითხეთ