ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტი, ჰემილტონ მოურანი არის კიდევ ერთი მაღალჩინოსანი ბრაზილიაში, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტუდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ერთ-ერთი პირველი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა ქვეყნის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო იყო. ქვეყნის პირველი პირი ივლისში დაინფიცირდა და მალევე გამოჯანმრთელდა.
ჰემილტონ მოურანის თქმით, ის იზოლაციას ჟაბურუში, თავის ოფიციალურ რეზიდენციაში გაივლის.
ქვეყანაში გასულ 24 საათში კორონავირუსის 18,479 ახალი შემთხვევა და 344 გარდაცვალება დაფიქსირდა.