დონალდ ტრამპმა კორონავირუსის დახმარების პაკეტს და 2021 წლის საბიუჯეტო კანონპროექტს ხელი მოაწერა

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კორონავირუსის შემსუბუქების პაკეტს და 2021 წლის საბიუჯეტო კანონპროექტს ხელი მოაწერა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კანონპროექტზე ხელის მოწერაზე უარის თქმისა და რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა მიიღო დამხარების პაკეტი, რომელიც ამერიკის მოქალაქეებს 600 დოლარით დაეხმარება.

კორონავირუსის პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად ბიუჯეტში 900 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული. ეს არის 2.3 ტრილიონი დოლარის ხარჯვითი პაკეტის ნაწილი, რომელიც ასევე მოიცავს 1.4 ტრილიონი დოლარის ოდენობის ფედერალური მთავრობის ხარჯებს.

მოქმედი პრეზიდენტი უარს ამბობდა დახმარების პაკეტზე ხელმოწერაზე, რადგან არ სურდა მოსახლეობისთვის ნაკლები თანხა გამოეყო მთავრობას. მისი თქმით, დახმარების პაკეტი უნდა მოიცავდეს 2000 დოლარიან ფინანსურ დახმარებას, 600 დოლარის ნაცვლად.