მშობლების მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ გ.ბ-ს, რომელმაც მკვლელობის შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით, მათ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯემალ კოპალიანმა მიიღო.

პროკურატურა გ.ბ-სთვის პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე დაეთანხმა.


ცნობისთვის, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი 27 აპრილს მოხდა, რომელსაც წინ მკვლელობა უძღვოდა. შსს-ს ცნობით, 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა.


ასევე წაიკითხეთ:

მშობლების მკვლელობაში ბრალდებული: სრულად ვაღიარებ და ვეთანხმები ბრალდებას