"საქართველომ უკვე დიდ პროგრესს მიაღწია ამ მხრივ, წინ კიდევ დიდი გზაა", – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა
„კითხვარი ორი ნაწილისგან შედგება. როგორც ვიცი, პირველ ნაწილს ელჩ ჰარცელს მალე გადასცემენ და მნიშვნელოვანია, რომ მისი მეორე ნაწილი კიდევ უფრო გრძელი და ფართოა. ამის შემდეგ ევროკავშირი შეისწავლის ამ პასუხებს და დაბრუნდება დამატებითი ინფორმაციისთვის. ეს ძალიან გრძელი და დეტალური პროცესია, რომელიც ევროკავშირის ყველა წევრმა გაიარა.
ეს არის საქართველოს შანსი, აჩვენოს, რომ სურს, განახორციელოს საჭირო რეფორმები, საკანონდებლო ცვლილებები, რათა შეესაბამებოდეს ევროკავშირის სტანდარტებს და კანონმდებლობას. საქართველომ უკვე დიდ პროგრესს მიაღწია ამ მხრივ, წინ კიდევ დიდი გზაა და ის მოითხოვს არა მხოლოდ მთავრობისა და პარლამენტის, არამედ მთელი საზოგადოების მიერ წვლილის შეტანას ამ პროცესში, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად“, – განაცხადა დეგნანმა.
ცნობისთვის, ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა. კითხვარის მეორე ნაწილი იხილეთ ბმულზე.
ასევე წაიკითხეთ: