საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად გადაეცა. Europetime დოკუმენტს გაეცნო და რამდენიმე ქვეთავის შინაარს გთავაზობთ. პირველი თავი, რომელიც „პოლიტიკური კრიტერიუმებით“ არის დასათაურებული, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას ეხება.
- გთხოვთ, მოგვაწოდოთ საქართველოში კონსტიტუციური და ინსტიტუციური წყობის მოკლე აღწერა. როგორ მუშაობს ხელისუფლების სამ შტოს (აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო) შორის კონტროლისა და ბალანსის კონსტიტუციური სისტემა?
- კონსტიტუციის მიხედვით, რა კავშირი არსებობს ქვეყნის შინგით მოქმედ კანონსა და საერთაშორისო სამართალს შორის, დაუშვებს თუ არა კონსტიტუცია ევროკავშირის კანონმდებლობის უპირატესობას?
- როგორ ინიშნებიან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები და როგორ არის გარანტირებული სასამართლოს დამოუკიდებლობა?
- არის თუ არა კონსტიტუციური დებულებები, რომლებიც ხელს უშლის საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან და/ან ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას და მოითხოვოს საკონსტიტუციო ცვლილებას? გთხოვთ მოგვაწოდოთ ასეთის სია, დებულებები, თუ ეს შესაძლებელია.
- რა არის საქართველოს ოფიციალური ენა(ები)?
მეორე ქვეთავი პარლამენტს ეხება. სხვა ტექნიკურ და ფუნქციურ საკითხებთან ერთად კითხვარში შესულია შემდეგი საკითხი. ევროკომისია ითხოვს, დაკონკრეტებას, თუ რამდენია პროცენტული მაჩვენებელი იმ კანონებისა, რომლებიც დაჩქარებული პროცედურებით არის მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში. ამასთან, კითხვარში ვკითხულობთ:
- გთხოვთ, აღწეროთ პარტიებისა და კამპანიების დაფინანსების საერთო ჩარჩო, მისი გამჭვირვალობის გარანტია და დეტალები მისი განხორციელების მონიტორინგის შესახებ. არსებობს თუ არა კონსტიტუციური ან ჩვეულებრივი სამართლებრივი ჩარჩო დემოკრატიის ინსტრუმენტების, მათ შორის რეფერენდუმის გამოყენებისათვის? როგორია მათი მოქმედების ფარგლები და პროცედურები. რამდენად ღიაა პარლამენტი საზოგადოებისთვის და რამდენად გამჭვირვალეა თავის საქმიანობაში ინფორმაციისა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.
მთავრობა
ევროკომისია ინტერესდება, არსებობს თუ არა დეცენტრალიზაციის სტრატეგია. თავის დასაწყისში კი კითხვას სვამს, რა არის მთავრობის სტრუქტურისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძველი? ასევე, რა მექანიზმები არსებობს სამინისტროებს შორის კოორდინაციისთვის? კონკრეტულად, რა მექანიზმები არსებობს თითოეულ სამინისტროში სტრატეგიული დაგეგმვისა და ბიუჯეტირების დროს?
სამოქალაქო საზოგადოება
ამ ქვეთავის პირველი კითხვა მშვიდობიანი შეკრების უფლებას ეხება, კერძოდ, შეუძლია თუ არა ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მონაწილეობა მიიღოს მშვიდობიან შეკრებაში. მონაწილეობა მიიღოს (რედ. საქმიანობაში) ან შეუერთდეს არაფორმალურ და/ან რეგისტრირებულ ორგანიზაციებს?
- გთხოვთ, მოგვაწოდოთ მიმოხილვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSOs), მათ შორის ასოციაციებისა თუ ფონდების და მათი საქმიანობის შესახებ თქვენს ქვეყანაში.
საჯარო სამსახური და ადამიანური რესურსების მართვა
- ამ ნაწილში, ევროკომისიას შემდეგი კითხვები აქვს: გთხოვთ, წარმოადგინოთ საჯარო სამსახურის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა (საჯარო მოხელეები, სხვა საჯარო მოსამსახურეები, პოლიტიკური დანიშვნები, დროებით დასაქმებულები).
- საჯარო სამსახურის პოლიტიზებისგან დასაცავად რა გარანტიები არსებობს? რა განსხვავებაა სხვადასხვა ტიპის საჯარო მოხელეებს შორის (მაგ. საჯარო მოხელე, სხვა, საჯარო სამსახურში დასაქმებულები, პოლიტიკურად დანიშნულები და ა.შ.) მათი სტატუსის, სამართლებრივი რეჟიმის, უფლებებისა და მოვალეობების მიხედვით?
- არსებობს თუ არა გამჭვირვალე სამართლებრივი ან მარეგულირებელი საფუძველი საჯარო მოხელეების ქმედებებთან დაკავშირებით, კერძოდ, როგორ არის უზრუნველყოფილი საჯარო მოხელეების მხრიდან მიუკერძოებლობა და არადისკრიმინაციული მიდგომა?
ანგარიშვალდებულების ნაწილში კითხვები ომბუდსმენის საქმიანობას ეხება:
- აღწერეთ, როგორ არის უზრუნველყოფილი ადმინისტრაციული ორგანოების ანგარიშვალდებულება. სარგებლობს თუ არა ომბუდსმენი დამოუკიდებლობით თავისი მანდატის შესრულებისას? ნებადართულია თუ არა ომბუდსმენისთვის წვდომა ყველა ოფიციალურ დოკუმენტზე? აქვს თუ არა ომბუდსმენს უფლება, ეჭვქვეშ დააყენოს კანონების კონსტიტუციასთან შესაბამისობა და თუ ასეა, როგორ ხორციელდება ეს პრაქტიკაში?
სასამართლო ხელისუფლება
ევროკომისია ითხოვს, კანონმდებლობის ან სხვა წესების მოკლე აღწერის მიწოდებას, რომლებიც არეგულირებს სასამართლო სისტემის სტრუქტურასა და ფუნქციონირებას. კერძოდ, ინტერესდება, შეიძლება თუ არა კომუნიკაციის ნაკლებობა პრობლემური იყოს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ფონზე? კითხვარის ავტორები კონკრეტული მაგალითების მიწოდებას ითხოვენ. ამასთან, ინტერესდებიან, როგორია პროკურორებისა და პროკურორის მოადგილეების შესაბამისი როლები და იერარქიული სისტემა.