ერევანში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები დაიწყო. სომხური მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ქუჩების გადეკეტვა დაიწყეს.
დემონსტრანტები ამბობენ, რომ სახლებში არ წავლენ, ვიდრე მიზანს არ მიაღწევენ. მათი მთავარი მოთხოვნა ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გუნდის გადადგომაა.
ცნობისთვის, ამ წუთებში გადაკეტილია მიასნიკიანის, ჰერაცის, გნუნის, ვარდანანცის ცენტრალური გამზირები და სხვა ადგილები, არის ავტომანქანების საცობები.