ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვარის მეორე ნაწილს ევროკავშირს ვადაზე ადრე გადავცემთ

ევროკავშირის კითხვარის პირველ ნაწილზე მუშაობა დასრულებულია და შევსებულ დოკუმენტს საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კალ ჰარცელს დღეს პირადად გადასცემს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უკვე დავასრულეთ მუშაობა ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით. პირველი ნაწილი არის მზად და დღეს მე პირადად გადავცემ ევროკავშირის ელჩს ბატონ კარლ ჰარცელს შევსებულ დოკუმენტს. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იყო ჩართული ამ პროცესში. ეს იყო შრომატევადი ნაწილი და წარმატებულად დავასრულეთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა მიმდინარეობს. მისივე თქმით, შევსებულ დოკუმენტს ევროკავშირს ვადაზე ადრე გადასცემენ.


ცნობისთვის, ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა.


ასევე წაიკითხეთ: