აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი პოლონეთის პრეზიდენტს ანდჯეი დუდას ვარშავაში შეხვდა. საუბრის თემა უკრაინისთვის შემდგომი მხარდაჭერა იყო. კვირას გავრცელებულ განცხადებაში, პელოსიმ განაცხადა რომ დუდასთან შეხვედრები „ფოკუსირებული იქნება პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებაზე, პოლონეთის ჰუმანიტარული ხელმძღვანელობისთვის მადლიერების გამოხატვაზე და იმის განხილვაზე, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს მუშაობა უკრაინის მხარდასაჭერად“.
მანამდე პელოსი უკრაინას ეწვია. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი და კონგრესის დელეგაცია უკრაინაში ჩავიდნენ გზავნილით, რომ ამერიკა მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით. ეს კონგრესის პირველი ოფიციალური დელეგაციაა, რომელიც უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ ეწვია.
ამავე თემაზე
- ნენსი პელოსი: ჩვენმა დელეგაციამ სიამაყით აცნობა უკრაინას, რომ ამერიკის დამატებითი დახმარება გზაშია
- ნენსი პელოსი უკრაინაშია