ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ ბიტკოინი ეროვნულ ვალუტად აღიარა.
ქვეყნის პრეზიდენტის, ფოსტენ-არკანჟ ტოუადერას ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ქვეყნის მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს გააუმჯობესებს და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას მსოფლიოს ყველაზე გაბედული და ფართო ხედვის მქონე ქვეყნების გარემოცვაში მოაქცევს.
ხაზი უნდა გაესვას, რომ ქვეყნის ხელისუფლების ამგვარმა გადაწყვეტილებამ მედიაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რადგან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ინტერნეტის პენეტრაციის ძალიან დაბალი მაჩვენებლით, 11%-ით გამოირჩევა, რაც კრიპტოვალუტის მასობრივ გამოყენებას თითქმის შეუძლებელს ხდის.