საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სამშაბათს სატელეფონო საუბარში განუცხადა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, რომ მზადაა, იმუშაოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა უკრაინას, სურსათის ექსპორტზე რუსეთის ემბარგოს მოხსნაში დაეხმაროს. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია უკრაინიდან ძირითადად შავი და აზოვის ზღვით გადიოდა.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ემანუელ მაკრონმა გააფრთხილა პუტინი უკრაინაში ომის შედეგების შესახებ და მოუწოდა მას, შეწყვიტოს „დამანგრეველი აგრესია“, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება. მაკრონმა ასევე გამოხატა თავისი ღრმა შეშფოთება მარიუპოლისა და დონბასის რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ და მან მოუწოდა რუსეთს, დაუშვას შემდგომი ევაკუაცია აზოვსტალის ქარხნიდან.
„მე მოვუწოდე რუსეთს, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრმა შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულება და დაასრულოს ეს დამანგრეველი თავდასხმა“, - ნათქვამია მაკრონის განცხადებაში.