სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, საქართველოში სხვა კონტინენტიდან გამოწერა, ნებისმიერი საქონლის უფრო მარტივია, ვიდრე მეზობელ ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან ინტერნეტის საშუალებით გამოიწერო და მარტივად მიიღო შენაძენი ნივთი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რუსთავში, „ქართლი ტექსტილის“ ახალი საწარმოს გახსნაზე.
გახარიას თქმით, მთავრობამ და ბიზნესმა ყველაფერი უნდა გადაახალისონ და ყველაზე მთავარი ამოცანა თითოეული სამუშაო ადგილის შენარჩუნება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და საბოლოო ჯამში, მოქალაქეებისთვის კეთილდღეობის მიღწევა უნდა იყოს.
„სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში საქართველოში სხვა კონტინენტიდან გამოწერა, ნებისმიერი საქონლის უფრო მარტივია, ვიდრე მეზობელ ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან ინტერნეტის საშუალებით გამოიწერო და მარტივად მიიღო შენაძენი ნივთი.
ამიტომ, ყველაფერი უნდა გადავახალისოთ, როგორც მთავრობამ ასევე ბიზნესმა და ყველაზე მთავარი ამოცანა თითოეული ჩვენგანის უნდა იყოს სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და საბოლოო ჯამში კეთილდღეობის მიღწევა ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ ასე ერთად დავძლევთ ამ კრიზისს, როგორც ეპიდემიას, პანდემიას ასევე ეკონომიკურს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.