"ჩვენს შორის არანაირი უთანხმოება არ ყოფილა", - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ელენე ხოშტარიას პარიიდან წასვლის საკითხს.
"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ელენეს თანამშრომლობისთვის და წარმატება ვუსურვო. დიდი ხანია ეს გადაწყვეტილება მომწიფებული იყო, უბრალოდ ახლა გადავწყვიტეთ, რომ ეს მომენტი ერთობლივად შეგვერჩია.
ჩვენს შორის არანაირი უთანხმოება არ ყოფილა. ადამიანს უნდა, რომ იბრძოლოს მარტო, რისი უფლებაც მას აქვს. ყველა ადამიანი ღირებულია, როდესაც გათავისებული აქვს ივანიშვილის მმართველობის საფრთხეები და ელენე ერთ-ერთი წინა ხაზის მებრძოლად დარჩება. სხვა არავის წასვლას არ უნდა ველოდებოდეთ“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარიამ „ევროპული საქართველო“ დატოვა.
როგორც ხოშტარია აცხადებს, გადაწყვეტილება მიიღო, დაიწყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება და ქმნის ახალ პოლიტიკურ პლატფორმას. ამასთან, ხოშტარიას თქმით, რჩება ოპოზიციურ ერთობაში და პარლამენტში შესვლას არ გეგმავს.