შარლ მიშელმა პირობა დადო, რომ ევროკავშირი მოლდოვისთვის სამხედრო დახმარებას გაზრდის

ოთხშაბათს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პირობა დადო, რომ მოლდოვისთვის გაზრდის ევროკავშირის სამხედრო დახმარებას - უკრაინის მეზობლისთვის, რომელიც სეპარატისტულ რეგიონში თავდასხმების სერიის მომსწრეა.

„წელს, ჩვენ ვგეგმავთ, მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა მოლდოვის მიმართ, მის შეიარაღებულ ძალებს დამატებითი სამხედრო აღჭურვილობა მივაწოდოთ“, - განაცხადა მიშელმა პრესკონფერენციაზე, მოლდოვაში ვიზიტისას.

მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააძლიერებს მხარდაჭერას „ლოგისტიკის, კიბერთავდაცვის სფეროში“ და შეეცდება, მიაწოდოს მოლდოვას „მეტი სამხედრო აღმშენებლობის შესაძლებლობები“, თუმდა დეტალები არ დაკონკრეტებულა.

„ევროკავშირი სრულ სოლიდარობას გიცხადებთ და, მოლდოვის გვერდით დგას, ევროპა ვალდებულია, დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს თქვენს ქვეყანას“, - განაცხადა მიშელმა და დაამატა, რომ ბლოკი დაეხმარება მოლდოვას, „გაუმკლავდეს უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად მიღებულ შედეგებს“.

„ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან პარტნიორობის გაღრმავებას, რათა თქვენი ქვეყანა ევროკავშირს დაუახლოვდეს“, - განაცხადა მიშელმა.