აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს კორონავირუსი დაუდასტურდა. პრესსპიკერ ნედ პრაისის თქმით, ბლინკენს „რამდენიმე დღეა“, არ უნახავს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
ბლინკენი და ბაიდენი შაბათს, თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ. რამდენიმე რეპორტიორს, რომლებიც ესწრებოდნენ ამ შეკრებას, კორონავირუსი დაუდასტურდა.
CDC-ის რეკომენდაციების შესაბამისად და დეპარტამენტის სამედიცინო სერვისების ბიუროს კონსულტაციის საფუძველზე, მდივანი ბლინკენი თვითიზოლაციის პერიოდს სახლში გაივლის და დისტანციურად იმუშავებს.