ელენე ხოშტარია: განსხვავებული შეხედულებები რომ არ ყოფილიყო, ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი

"რა თქმა უნდა, პოლიტიკის კეთების გარკვეულ ფორმებზე, ტაქტიკაზე განსხვავებული შედხედულებები, რომ არ ყოფილიყო, მე ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი", - განაცხადა ელენე ხოშატარიამ მთავარი არხის პირდაპირ ეთერში.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ პარტიაში ბევრჯერ უკამათიათ გარკვეულ თემებზე, ეს არ არის პარტიის დატოვების მიზეზი. მას მიაჩნია, რომ დამოუკიდებელი ბრძოლით უფრო მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია.

"მესმის, რომ წასვლასთან დაკავშირებით უამრავი კითხვაა. ეს არ არის პარტიის კონფლიქტი ან გახლეჩვა.არ ყოფილა უთანხომოება. ჩვენ ყველას საერთო ამოცანა გვაქვს. რა თქმა უნდა, ვრჩები პოლიტიკურ ბრძოლაში, რაც ძლიერი იარაღია. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი იყო ერთი პოლიტიკური ციკლის დასრულება, იმ გუნდთან ერთად, რომელ გუნდთან ერთადაც მე მოვედი პოლიტიკაში.

რა თქმა უნდა, პოლიტიკის კეთების გარკვეულ ფორმებზე, ტაქტიკაზე განსხვავებული შედხედულებები, რომ არ ყოფილიყო, მე ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს ვაკრიტიკებ, უბრალოდ ვფიქრობ, რომ ჩემი დამოუკიდებელი ბრძოლით და სითამამით დამატებითი სიკეთის მოტანა შემიძლია ოპოზიციისთვის. ბევრჯერ გვიკამათია, მაგრამ ეს არ იყო მთავარი მიზეზი. ახლა გადაჯგუფებისა და გაძლიერების დროა. ახლა კონფლიქტის დრო არ არის. " - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარიამ „ევროპული საქართველო“ დატოვა.

როგორც ხოშტარია აცხადებს, გადაწყვეტილება მიიღო, დაიწყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება და ქმნის ახალ პოლიტიკურ პლატფორმას. ამასთან, ხოშტარიას თქმით, რჩება ოპოზიციურ ერთობაში და პარლამენტში შესვლას არ გეგმავს.