ისრაელის ქალაქ ელადში ტერაქტის შედეგად სამი ადამიანი მოკლეს, არიან დაჭრილებიც. როგორც მედია იუწყება, დანებითა და ნაჯაცებით შეიარაღებული ორი ბოროტმოქმედი ერთ-ერთ პარკში გამვლელებს დაესხა თავს.
ამ ეტაპზე დამნაშავეების სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს. პოლიციას მოწყობილი აქვს ბლოკ საგუშაგოები და მანქანებს აჩერებს.
თავდასხმა ისრაელის დამოუკიდებლობის დღეს მოხდა. მომხდარის გამო პოლიციამ მოუწოდა მოქალაქეებს, სახლიდან გასვლას მოერიდონ.