გერმანია და აშშ არ აღიარებს ნაბიჯებს, რაც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
"აუცილებელია უკრაინის არსებითი დახმარების გაგრძელება, რათა კიევმა შეძლოს თავდაცვის ლეგიტიმური უფლების განხორციელება", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, მანამდე, გერმანიის კანცლერმა შეხვედრა გამართა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრთან.
"თუ ჩეხეთი უკრაინას გადასცემს საჭირო ტექნიკას, რომლის გამოყენებაც უკრაინელმა სამხედროებმა უკვე იციან, მაშინ ბერლინი პრაღას ამ ტექნიკის ჩანაცვლებაში დაეხმარება", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.