თამარ გაბუნია: თენგიზ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება

თენგიზ ცერცვაძე რჩება თანამდებობაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ბატონ თენგიზთან ჩვენ გვაქვს ყოველდღიური სამუშაო ურთიერთობა. პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება, აქედან გამომდინარე, ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი. ის რჩება თანამდებობაზე და ვაგრძელებთ ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობას კოვიდის საკითხებზე და ასევე იმ საკითხებზე, რაც დღეს აქტუალურია”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.


ასევე წაიკითხეთ:

თენგიზ ცერცვაძე: მე ნამდვილად ვფიქრობ სამსახურიდან შესაძლო წასვლაზე - შეურაცხყოფილი ვარ უკიდურესად უსამართლო ცილისწამებების გამო